5 საინტერესო ფაქტი ჯინსების შესახებ
დღეს მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყანა, სადაც ჯინსებს ვერ იშოვით, მათ განვითარების ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვთ. OK! გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან ფაქტს ლურჯი ჯინსების შესახებ. გაიგეთ, თუ როგორ იქცა ჯინსი მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად, შარვლების ქსელში.
1.ვინ შექმნა პირველად ლურჯი ჯინსი?
მსოფლიოში პირველი ლურჯი ჯინსი შექმნა კომპანია Levi Strauss & Co-მ, რომელსაც სათავეში თავად ლევი სტრაუსი და იაკობ დევისი ედგნენ, ხოლო მოგვიანებით, კომპანიამ ჯინსების ქსელი მთელ მსოფლიოში Levi’s-ის სახელით განავითარა.
2.როდის შეიქმნა პირველი ჯინსი?პირველი ჯინსი 1873 წელს კალიფორნიაში შეიქმნა. ამავე წლის 20 მაისს ლევი სტრაუსმა და იაკობ დევისმა მიიღეს ოფიციალური ლიცენზია ეწარმოებინათ ჯინსები მოქლონიანი ჯიბეებით.
3.რა იყო ჯინსების თავდაპირველი დანიშნულება?
ჯინსები, თავდაპირველად, ამერიკელი ოქროს მაძიებლებისა და კოვბოების სამუშაო ტანსაცმელს წარმოადგენდა, რომელსაც ძირითადად, საშუალო კლასის ადამიანები ატარებდნენ, მოგვიანებით ჯინსი მთელ მსოფლიოში ჰიპებისა და როკმუსიკოსების მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცა და ახალგაზრდების საყვარელი ტანსაცმელი გახდა.
4.როგორ შეიქმნა ჯინსების პირველი ორიგინალური სტილი?
თავდაპირველად, ჯინსების ორი ძირითადი სტილი არსებობდა: ინდიგო ლურჯი და ყავისფერი ბამბის - ეგრეთ წოდებული „იხვის“ (duck jeans) სტილები. ყავისფერი ბამბის ჯინსები არ იყო კომფორტული სახმარი, რამაც ლურჯი ჯინსების უპირატესობა განაპირობა და ყავისფერი ბამბის ხაზი ბაზრიდან სრულიად გაქრა.
ინდიგო ლურჯი ჯინსები შეფერილობას ინდოეთიდან სპეციალურად იმპორტირებული მცენარეებით იღებენ.

5.რამდენი ლიტრი წყალია საჭირო ერთი ჯინსის დასამზადებლად?
ერთი წყვილი ჯინსის დამზადებას, 900 გალონი (3400 ლიტრზე მეტი) წყალი სჭირდება. საღებავები, რომლებიც ჯინსზე საბოლოო ფერის დასასმელადაა საჭირო, ბევრ ქიმიკატსა და ტოქსინებს შეიცავს, ამიტომ შესაბამისად თუ არ გაირეცხა, შესაძლოა, საღებავში დარჩენილმა ტოქსინებმა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინონ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღემდე არსებობს პრობლემა, რომელიც ჯინსის გადამუშავებისას დაბინძურებული წყლის მდინარეებში და ტბებში გაშვებას ეხება, ამაზე მეცნიერები დღემდე მუშაობენ, ვინაიდან ეს პროცესი ეკოლოგიური დაბინძურების უდიდეს რისკს ქმნის.
ამერიკაში, წელიწადში 450 მილიონზე მეტი ჯინსი იყიდება

No comments:
Post a Comment