Thursday, 28 April 2016

ულამაზესი ბაღები შენობებზე

დიდ ქალაქებს ბუნება აკლიათ. საბედნიეროდ, თანამედროვე არქიტექტორები ნახულობენ გზას ამ პრობლემის გადასაჭრელად და გარემოს გასამწვანებლად.

მუმი-სახლი იაპონიაში

01
ზღაპრული სახლი მწვანე სახურავით ხმაურიანი ტოკიოს მოშორებით დგას. ეს იდეალური ადგილია დიდებისა და პატარებისთვის.

საერთაშორისო დარბაზი იაპონიაში

02
ACROS-ის საერთაშორისო დარბაზი ქალაქ ფუკუოკაში მწვანე ოაზისია ქალაქის ცენტრში. 35 ათასი მცენარე მშვენივრად მოთავსდა 15 კასკადზე და მნახველთა თვალს ახარებს.

სასტუმრო ისრაელში

03
შენობა ეილატში მორთულია მრავალფეროვანი ხეებით და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. დამსვენებლებისთვის ეს კარგი საშუალებაა მცხუნვარე მზისგან დასაცავად.

მაღაზია ტორონტოში

04
ამ შენობის თავზე ყვავილების ულამაზესი ბაღია, საიდანაც ხედი იშლება ცათამბრჯენებზე.

სასტუმრო ავსტრიაში

05
სპა-სასტუმროს პროექტი ავსტრიელ არქიტექტორს ფრიდენსრაიხ ჰუნდერთვასერს ეკუთვნის. ტალღოვან სახურავზე ბუჩქები, ხეები და გაზონია გაშენებული.

სახლი ჩინეთის პროვინციაში

06
ეს სახლი “დამალულია” ბუნებაში და შორიდან ძნელია მიხვედრა, რომ ამ სიმწვანის ქვეშ შენობაა.

ავტოფარეხი კანადაში

07

უნივერსიტეტის კამპუსი

08
Nanyang Technological University-ის კამპუსი სინგაპურში ყველაზე დიდია და ამასთან, ყველაზე პოზიტიური. აუდიტორიებში ჯდომით მობეზრებულ სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ შენობის გამწვანებულ სახურავზე გადაადგილება.

მთავრობის სახლი ჩიკაგოში

09
სითი ჰოლის შენობის სახურავზე სპეციალური ტურის გარეშე ყველა ვერ მოხვდება. ვიზუალურად ის ხელმისაწვდომია 33 შენობისთვის გარშემო. სხვათა შორის, ამ სახურავზე ყოველწლიურად 200 ფუნტი თაფლი გროვდება.

სახლები ფარერის კუნძულებზე

010
სკანდინავიის ქვეყნებს ასეთი სახურავებით ვერ გააკვირვებ. XX საუკუნეში საერთოდ ყველას ასეთი სახურავი ჰქონდა. დღესაც აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

შვედური რესტორანი ამერიკაში

011
შვედური რესტორნის მეპატრონეები ამერიკის ერთ-ერთ შტატში უფრო შორს წავიდნენ. მათ თხები ყავთ სახურავზე.

No comments:

Post a Comment