Saturday, 30 April 2016

ულამაზესი ჩანჩქერები

მსოფლიოს ულამაზესი ჩანჩქერები


havasu
ჩანჩქერები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქმნილებებია, მათმა სულისშემძვრელმა სილამაზემ შეიძლება ძალიან ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს დამთვალიერებელზე. Friday გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერის ფოტოს:
1 victoria-fallsჩანჩქერი ვიქტორია ზიმბაბვეში
ვიქტორია ანუ მოსი-ოა-თუნია ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს. მდინარე ზამბეზის წყალი 108 მეტრ სიმაღლეზე ეშვება. ჩანჩქერი ძალიან განიერია (1,708 მეტრი სიგანეში) და მისი შხეფები საკმაოდ დიდ სიმაღლესა და რადიუსზე იფრქვევა.
2 Iguazu-Fallsჩანჩქერი იგუაძუ არგენტინაში
ჩანჩქერი იგუაძუ არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე მოსჩქეფს. სიმაღლით ის ძალიან დიდი არ არის, სულ რაღაც 87 მეტრი, თუმცა ძალზე შთამბეჭდავი სანახავია თავისი 2700 მეტრზე განფენილი ნალის ფორმის 257 კასკადით.
3 Angel-Fallsჩანჩქერი ენჯელი ვენესუელაში
ჩანჩქერი ენჯელი მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერია – მისი უწყვეტი ვარდნის სიგრძე 979 მეტრია. ამ ჩანჩქერის მონახულება შეგიძლიათ იუნესკოს მიერ დაცულ კანაიმას ეროვნულ პარკში. ჩანჩქერს სახელწოდება მისი აღმომჩენის, ამერიკელი ავიატორის ჯიმი ანჯელის პატივსაცემად ჰქვია.
4 Kaieteur-Fallჩანჩქერი კაიტორი გაიანაში
კაიტორის ვარდნის სიმაღლე 226 მეტრია, როცა ის თავისი მრავალსაფეხურიანი კასკადების პირველ საფეხურს აღწევს. გაიანაში მდებარე ამ ულამაზეს ჩანჩქერს ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარული უამრავი დამთვალიერებელი ყავს, რადგან ის შუაგულ ველურ ბუნებაში, ურბანული არისგან მოშორებით მდებარეობს.
5 niagara-fallsნიაგარას ჩანჩქერი აშშ/კანადა
ნიაგარა ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია. ის აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს. ნიაგარა ორი სექციისგან არის ფორმირებული – ნალისებრი ჩანჩქერი კანადის მხარეს და დანარჩენი ნაწილი ამერიკის მხარეს – ისინი კუნძულით არის გაყოფილი. ნიაგარას კანადური ნაწილი უფრო შთამბეჭდავია – წყალი აქ 53 მეტრი სიმაღლიდან ეცემა, მაშინ როცა ამერიკული ნაწილის ვარდნის სიმაღლე მხოლოდ 21-30 მეტრია.
6 Gullfossჩანჩქერი გულფოსი (ოქროს ჩანჩქერი) ისლანდიაში
გულფოსი ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე თვალწარმტაცი ჩანჩქერია. არც მაინცდამაინც მაღალი (ორი 11 და 21 მეტრი სიმაღლის აუზით) გულფოსი ძალიან ლამაზი სანახავია. მიწაში მდებარე ნაპრალების წყალობით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მდინარე ჰვიტა უფსკრულში უჩინარდება.

7 Plitvice-Fallsჩანჩქერი ფლიტვიკი ხორვატიაში
ეს ულამაზესი ჩანჩქერი ხორვატიაში, ფლიტვიკის ტბების ეროვნულ პარკში მოსჩქეფს. არც ისე დიდი სიმაღლის ჩანჩქერი მრავალი კასკადის წყალობით მაინც ძალიან ლამაზია. აქ ასობით პატარა ჩანჩქერია და წყლის შეფერილობა კრისტალური თეთრიდან ლაჟვარდოვან ფირუზისფრამდე მერყეობს.
8 Yosmite-Fallsჩანჩქერი იოსემიტე აშშ-ში
იოსემიტე ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი ჩანჩქერია. ის კალიფორნიას შტატში, სიერა ნევადაში 739 მეტრი სიმაღლიდან ვარდება. ჩანჩქერის წყარო დამდნარი თოვლია, შესაბამისად წყლის ოდენობა თოვლის სიმცირის გამო პერიოდულად იკლებს ან სულაც წყდება.
9 Sutherland-Fallsჩანჩქერი საზერლენდი ახალ ზელანდიაში
საზერლენდის ჩანჩქერი ახალ ზელანდიაში, ფიოდლანდში მდებარეობს. მისი 580 მეტრიანი ვარდნის სიმაღლით მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერია. საზერლენდს სამი კასკადი აქვს, რაც უნიკალურ ლანდშაფტს ქმნის. სახელწოდება ჩანჩქერს 1880 წელს მისი აღმომჩენის დონალდ საზერლენდის პატივსაცემად დაერქვა.
10 Nohkalikai-Fallsჩანჩქერი ნოჰკალიკაი ინდოეთში


335 მეტრი სიმაღლის ჩანჩერი ნოჰკალიკაი ინდოეთში მდებარეობს. მიუხედავად მისი საკვები დინების სიმოკლისა (სულ რაღაც 2 კმ), ჩანჩქერი ძალიან შთამბეჭდავია. წყალვარდნილის ბოლოს აუზი ფორმირდება, სადაც წყალი ხასხასა მწვანე შეფერილობას იღებს.

No comments:

Post a Comment